logo
ENG



ტიკარაძე კოვიდით გარდაცვლილ ქალზე: მკურნალობდა ბინაზე, ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო

06 ნოე 202014:42
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე კოვიდით გარდაცვლილ ქალზე: მკურნალობდა ბინაზე, ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 27 წლის გოგო სახლში მკურნალობდა.

როგორც მინისტრმა განმარტა, პაციენტის დიაგნოსტიკა გვიან მოხდა, რადგან პოსპიტალიზაციაც დაგვიანებული იყო. 

"რაც შეეხება 27 წლის გოგოს შემთხვევაზე, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რამდენადაც ჩვენ ეს შემთხვევა შევისწავლეთ, ახალგაზრდა გოგო მკურნალობას გადიოდა ბინაზე, რამაც გამოიწვია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, შესაბამისად იქ დიაგნოსტირებაც იყო გვიანი, მას ტესტირებისთვისაც კი არ მიუმართავს დროულად. ვერიდები წვრილმანების დეტალიზაციას, ვინაიდან ეს ბრალეულობა არ გადავიდეს პაციენტების მხარეს. მინდა, რომ ჯანდაცვის სექტორი იყოს მაპსუხისმგებელი ყველა ქმედებასა და შედეგეზე", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს ქუთაისში კორონავირუსით 27 წლის ქალი გარდაიცვალა


close დახურვა